„წიგნების თარო“ - მეათე სასკოლო ფინალი

პირველი არხის პოპულარული ლიტერატურული შოუს მეათე სასკოლო სეზონი დასრულდა.

საკმაოდ დაძაბული იყო „წიგნების თაროს“ ფინალური პაექრობა, რომელიც ქართულ-ამერიკული და სამტრედიის სკოლის გუნდებს შორის გაიმართა. ეს იყო გამორჩეული ფინალი, რადგან გამარჯვებული ბლიც-ტურმა ვერ გამოავლინა და გადამწყვეტი რაუნდის დანიშვნა გახდა საჭირო.