წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინა. საუბარია თერგის კალაპოტიდან 1000 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეშის ამოღებასა და გარემოსთვის მიყენებულ 16 ათასი ლარის ოდენობის ზიანზე. ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.