წარწერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე

18:28, 20.03.2022

ოზურგეთში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შეურაცხმყოფელი წარწერებია გაკეთებული. საღებავია წასმული საქართველოსა და ევროკავშირის დროშებზეც. ოპოზიციური პარტია ამაში „ალტ-ინფოს“ ადანაშაულებს. მათ მიაჩნიათ, რომ „ალტ-ინფოს“ წევრებს მმართველი პარტია უმაგრებს ზურგს და ამიტომ არ სჯერათ, რომ ამ ფაქტებს სამართალდამცავები გამოიძიებენ.

მსგავსი