წარმატება მსოფლიო თასზე

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ მხატვრულ მოცურავეს, მარიამ ალავიძეს შეხვდა და მსოფლიოს თასზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შალვა გოგოლაძემ მას მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. მარიამ ალავიძემ მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასზე თავისუფალ-სოლო პროგრამაში 200,76 ქულა დააგროვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ეს საქართველოსთვის მხატვრულ ცურვაში მოპოვებული პირველი მედალია. ქართველი სპორტსმენი 1219,8 ქულით მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერიცაა.