წალენჯიხაში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

სამეგრელოში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამართალდამცველებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში, იარაღის მუქარით ორ მოქალაქეს 4 000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.