წაგებული თამაში და ბულინგი პოლიტიკური აქცენტით

18:18, 20.11.2025

წაგებული თამაში და ბულინგი პოლიტიკური აქცენტით. მეორე დღეა საფეხბურთო ნაკრების წევრებზე თავდასხმები სოციალურ ქსელებში გრძელდება. „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო გიორგი მამარდაშვილი საზოგადოების ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფების სამიზნე გახდა. სტატუსი ეროვნული ნაკრების პირველმა ნომერმა ბულგარეთის ნარკოტიკებთან წაგებული მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა. სადაც
გულშემატკივრებსა და მხარდაჭერის  მნიშვნელობაზე საუბრობდა. ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილი მამარდაშვილს, კომენტარებში უწერდა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს საერთოდ არ აქვთ მორალური უფლება გულშემატკივრებს გვერდში დგომისკენ მოუწოდონ და აქციებთან და დაკავებებთან დაკავშირებით ფეხბურთელები დუმილის გამო  გააკრიტიკეს. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმაც, სადაც ის წერს, რომ წაგება ბორკილი არაა. გამარჯვება კი ერთადერთი მიზანი არაა. მიზანია ბავშვებმა დაიჯერონ, რომ მათთან ახლოს მუდამ ვიქნებით, გამარჯვების თუ წაგების დროს. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც გვიყურებთ – დაწერა ქოჩოარშვილმა.

მსგავსი