„ვწერ თავისუფალ თემას“ - დაჯილდოება

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის -„ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდა სამი საუკეთესო თხზულების ავტორი, რომლებსაც ფულადი ჯილდო გადაეცათ. ასევე დასახელდა სამი გამორჩეული თხზულების ავტორი და კონკურსის ოთხი წარმატებული მონაწილე. მათ საჩუქრები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. კონკურსი ფილოლოგიის დოქტორის, გია მურღულიას ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანი ჰუმანიტარული ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეთა გამოვლენაა. ჟიურის მიერ შერჩეულ ავტორთა თხზულებები სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება.