ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში
სტიქიის ზონაა ისლანდიის ქალაქი გრინდავიკი.
ვულკანურად აქტიურ რეგიონში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ამოფრქვეულმა ვულკანმა დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია. დამწვარია რამდენიმე სახლი. ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. რისკებიდან გამომდინარე მათი უკან დაბრუნება საეჭვოა. ამიტომ 4 000-მდე ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. ნახევარკუნძულზე ვულკანი ერთი თვის წინაც გააქტიურდა, თუმცა მაშინ ლავას ქალაქ რეიკიანესამდე არ მიუღწევია. სტიქიის ზონაში საგანგებო ზომებია მიღებული.