ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ალიანსის ქვეყნებს მშვიდობის უკრაინული ფორმულის განხორციელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ სთხოვა, ელექტროენერგია რაციონალურად გამოიყენონ. მისი თქმით, რუსეთის შეტევების შედეგად ენერგეტიკისთვის მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ ყველა მოქალაქემ და ბიზნესმა ეკონომიურად უნდა იმოქმედონ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან განიხილა.