ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ

უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო „როიტერისთვის“ და „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე მოუწოდა ნატო-ს, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა გამოაცხადოს რუსული ავიაციის შესაჩერებლად. ეს იქნება პრევენციული ზომა და არა ალიანსის რუსეთთან ომში ჩათრევა. თუმცა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა მას პირადად გადასცა, რომ ახლა ამგვარი ზომის მიღების დრო არ არის.