ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ ABC-სთან

„უკრაინას აქვს შესაძლო გამოსავალი რუსეთის სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, პუტინმა უნდა შეწყვიტოს ულტიმატუმების დაყენება და დაიწყოს დიალოგი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ABC-სთან ინტერვიუში ამბობს. ჟურნალისტმა ზელენსკის ჩამოუთვალა რუსეთის მოთხოვნები, რაც მოიცავს უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქმას, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ულტიმატუმებს არ დათანხმდება, თუმცა კიევს სამივე საკითხზე შესაძლო გამოსავალი აქვს. „ეი-ბი-სის“ ცნობით, ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ დასავლეთი მას უკრაინიდან უსაფრთხოდ გაყვანას სთავაზობდა, თუმცა ის სამშობლოდან წასვლას არ აპირებს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა რომ არ იცის, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევას.