ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის დაბლოკვა და აქ საკუთარი მარიონეტების განთავსება, როგორც დონეცკში. ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმა. მათ ჩვენზე უპირატესობა ვერ მოიპოვეს, – უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

შემიძლია, ეს მიმართვა კარგი ახალი ამბით დავიწყო: ჩვენ გავუძელით და მტრის თავდასხმებს წარმატებით ვიგერიებთ, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, კიევსა და დედაქალაქის ირგვლივ საკვანძო ქალაქებს უკრაინული არმია აკონტროლებს.