რუსებს შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათი ათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ სექტორზე, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს, – ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიის შესუსტებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის“ სარაკეტო სისტემები და პარტნიორებისგან მიღებული სხვა შეიარაღება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, ასევე ზღვაზე და დადგება დღე, როდესაც იგივეს თქმის საშუალება იქნება დონბასზეც.