ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

12:16, 03.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, „სრულიად სამარცხვინო” უწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „უკრაინაში სროლა მხოლოდ უკრაინის დასაცავად, რუსი ოკუპანტების მიმართულებით არის შესაძლებელი“. შეგახსენებთ, უკრაინული მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში, დნეპროვის რაიონში, ერთმანეთს სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა კიევში იარაღის გამოყენება, თუმცა დაზვერვის მთავარი სამმართველო ოპერატიულ ძალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

მსგავსი