ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

12:15, 29.03.2026

„ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა“ – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ რუსეთს ზეწოლით არავინ ესაუბრება. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, თუ აშშ-ს ომის სწრაფი დასრულება ნამდვილად სურს, ეს არა უკრაინაზე, არამედ რუსეთზე ზეწოლით უნდა გააკეთოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მოლაპარაკებების პროცესში შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები დონბასიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ. თუმცა, მარკო რუბიომ ეს განცხადება უარყო და ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

მსგავსი