უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. ზელენსკის „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასა და პოლონელ კოლეგა კაროლ ნავროცკის ხვდება, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ კონფერენციას გამართავენ. როგორც მედია წერს, სამი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ იანვრის ამბოხების 163-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.