ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ზელენსკის თქმით, მადლობელია აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ძალიან აფასებს შეერთებული შტატების მზადყოფნას, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი. მისივე თქმით, უკრაინა ელოდება, რომ უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლები მალე განისაზღვრება. ზელენსკის განცხადებით, კელოგთან განიხილეს, თუ როგორ არის შესაძლებელი რუსეთზე გავლენის მოხდენა, რომ რეალურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს და ომის დასრულება აიძულონ. ზეელნსკის განცხადებით, სანქციები და ტარიფები დღის წესრიგში უნდა დარჩეს. კიტ კელოგის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, დიპლომატიური სამუშაო რთულია. უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ პროცესი წინ მიიწევს და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეათანხმებენ უსაფრთხოების გარანტიებს.