ვოლოდიმირ გროისმანი - უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გააკეთებს ყველაფერს, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ამ კუთხით მხარდაჭერა

უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გააკეთებს ყველაფერს, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ამ კუთხით მხარდაჭერა – ეს განცხადება უკრაინის პრემიერს ეკუთვნის.

ვოლოდიმირ გროისმანმა ქართველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფასებს საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერ პოზიციას.  რუსულ აგრესიას გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერმაც. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გმობს რუსეთის მიერ ყირიმის და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას.

პრემიერებმა ისაუბრეს ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაზეც. თქვეს, რომ მათი ამოცანაა 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდამდე გაზრდა. ვოლოდიმირ გროისმანმა ასევე გააჟღერა ინიციატივა, რომ მალე ქართველებისა და უკრაინელებისთვის მოგზაურობის გასამარტივებლად დაიწყება დიალოგი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით.