ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღე
ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის, „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ დროშის საკანონმდებლო აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდა. კაროლ ნავროცკის თქმით, მეამბოხეების წითელ-შავი დროშა პოლონეთში კანონიერად უნდა აიკრძალოს. პოლონეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის არა უკრაინელ ხალხს, არამედ „ბანდერას იდეოლოგიას“ ადანაშაულებს. ვოლინის ტრაგედიას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრიც. დონალდ ტუსკის თქმით, არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იყოს გამოყენებული. მისივე განცხადებით, აუცილებელია სიმართლეზე, მეხსიერებასა და იმედზე დაფუძნებული სოლიდარობის შენარჩუნება.