ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება ხვალიდან. დღეს კი წინა ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. სიგელები გადაეცათ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 48 ახალგაზრდას. საჩუქრად კი მათ კომპიუტერული ტექნიკის და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათები მიიღეს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საშუალო, ასევე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.