დღეს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
მომლოცველები ვლაქერნობის დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან და ევროპის ბევრი მართლმადიდებლური ქვეყნიდან არიან ჩამოსულები. ვლაქერნობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, საქართველოს პატრიარქის ლოცვა- კურთხევით აღინიშნება.