ვლაქერნობა ზუგდიდში

12:29, 16.07.2026

ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში გვიან ღამით, ღვთისმშობლის კვართის მუზეუმში დაბრუნებით დასრულდა. მომლოცველებს დილიდან ღამის 11 საათამდე საშუალება ჰქონდათ ღვთისმშობლის კვართთან მოელოცათ. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აღავლინა. საქართველოში ვლაქერნობის აღნიშვნას საფუძველი ილია მეორის ლოცა-კურთხევით ჩაეყარა.

მსგავსი