ვლაქერნობა ზუგდიდში

21:57, 15.07.2026

მართლმადიდებელი მრევლი დღეს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს.

ეკლესია მარიამ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული სიწმინდე ზუგდიდში, ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში ინახება და ყოველი წლის 15 ივლისს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც ამ დღეს ყოველთვის ხალხმრავლობაა. მოქალაქეებს სიწმინდეების მოლოცვის და თავყვანისცემის შესაძლებლობა ეძლევათ. ზუგდიდში დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ჩავიდა და სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.

წლების წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. საბჭოთა პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ სიწმინდე დადიანების სასახლეში იყო დასვენებული. კვართის საქართველოში მოხვედრის შესახებ ორი ვერსია არსებობს, რომელთაგან ორივე კონსტანტინოპოლს უკავშირდება. ვლაქერნობის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნა 1990 წლიდან ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

მსგავსი