ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია

ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან უკრიანის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო.

საინაუგურაციო სიტყვის დროს, ვლადიმირ ზელენსკიმ მერვე მოწვევის რადას დათხოვნის შესახებ განაცხადა. მან ასევე მთავრობის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდა.

ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე თანამდებობა დატოვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა. უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის  ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე უნგრეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები. ამას გარდა, რადას სხდომათა დარბაზში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები.

41 წლის ზელენსკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.