ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები

უვიზო რეჟიმის გამო გერმანიიდან გამაფრთხილებელი გზავნილები გრძელდება.

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი სტატისტიკა ამჯერად ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ფურცლებზე ხვდება. საუბარია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემებზე.

ოფიციალური ბერლინი ჩვენი ქვეყნის მიმართ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ამ ეტაპზე არ ითხოვს, თუმცა შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად

საქართველოს ხელისუფლება უკვე იწყებს პრევენციული ზომების გატარებას. ოფიციალური თბილისი ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის საძიებლად წასულ მოქალაქეებს მოსალოდნელ რისკებზე კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

 

დატოვე კომენტარი