ვითრება რუსთავის ციხესთან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდა, თუმცა მას დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მიეცა. იასკოს განცხადებით, დღეს ციხეში შესვლაზე ნებართვა არ გაუციათ. მისი განმარტებით, რუსთავის ციხეში შესვლაზე მსგავსი შემთხვევა დღემდე არ ყოფილა. დღეს ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.