ვითარება ყარაბაღში

კიდევ ერთი მძიმე სექტემბერი ყარაბაღისთვის.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, დღეს დილით აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონაში ლოკალური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ბაქომ მიზეზად რეგიონში სომხეთის სამხედრო დანაყოფების გაძლიერება დაასახელა, რომელიც აზერბაიჯანული მხარის განმარტებით რეგიონში მშვიდობას საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ სომხეთში აცხადებენ, რომ ყარაბაღში ჯარი არ ჰყავთ. ოფიციალური ერევნის მტკიცებით, ყარაბაღის დეფაქტო დედაქალაქი დილიდან იბომბება. არის მსხვერპლიც. კონფლიქტის ესკალაციას ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება. დღეს მშვიდობისკენ მოწოდებები ორივე მხარის მისამართით არაერთხელ გაისმა.