ვითარება ყარაბაღში

ყარაბაღის არ აღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღის უკანონო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ჩაბარდა. რეგიონის დატოვების მცდელობისას დააკავეს ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული ერთეულის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანიც. ყარაბაღიდან სომხეთში კი უკვე ჩავიდა 70 000-ზე მეტი ადამიანი. შექმნილ ვითარებაში ისევ ეთნიკურ წმენდაზე საუბრობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ყარაბაღში არც ერთი სომეხი აღარ დარჩება.

საპასუხოდ აზერბაიჯანი ყარაბაღში მცხოვრებლებს მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. კრემლიდან კი სომხეთის მთავრობის კრიტიკა ისევ ისმის. მოსკოვი ერევანს მოუწოდებს არ შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რაც კრემლის შეფასებით ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.