ვითარება უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან ბოლო ცნობებით

რუსული რაკეტები კიევში რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს. რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ პეჩერსკაიას მეტროსადგურთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელია. რა სიტუაციაა ამ წუთისათვის უკრაინის დედაქალაქში, – დავით ცირიკიძე და  რატი ხვისტანი ბოლო ინფორმაციით კიევიდან.