ვითარება უკრაინაში

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. რუსეთი უკრაინის საზღვრებთან, ასევე შავ და ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამ ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციებს ამაგრებს. ამერიკის შეერთებულ შტატები და ბრიტანეთი კი, უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან. ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში გრძელდება დიპლომატიური მოლაპარაკებებიც. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. მედია ავრცელებს ცნობას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ამ საკითხზე შეხვედრის ფარგლებში, რუს კოლეგასაც ესაუბრა. კიევში კი ამტკიცებენ, რომ მაკრონს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე არაფერი უთქვამს.