ვითარება უკრაინაში

აშშ უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის. სხდომაზე უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზების საკითხი უნდა განიხილონ. შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი. პარალელურად, ცნობები ვრცელდება, რომ რუსეთი ყირიმში დამატებით შეიარაღებას გზავნის.

ჩვენი გადამღები ჯგუფი, ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე მუშაობენ კიევში.