ვითარება უკრაინაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. 19 თებერვლის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში დონბასში პრორუსმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 136-ჯერ დაარღვიეს. ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს. როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, სროლის შედეგად რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა წყალმომარაგების სისტემა. მისივე თქმით, სეპარატისტები მოსკოვში დაწერილ სცენარს მიყვებიან. დაძაბული ვითარების ფონზე, რამდენიმე ქვეყანამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, ავსტრიამ, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა.