ვითარება ტრაგედიის ადგილას
ფონიჭალაში ძლიერი აფეთქების ადგილას, ტრაგედიიდან მეოთხე დღესაც მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ტრაგედიის ადგილას, მე-16 კორპუსთან, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ და ამ ფორმით მიაგებენ პატივს გარდაცვლილთა ხსოვნას. მეზობლები, ახლობლები და ნათესავები ტრაგიკულად დაღუპულებს და 19 ნოემბრის დღეს იხსენებენ, როდესაც ხუთსართულიან კორპუსში გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა და მისმა ერთმა ნაწილმა ნგრევა დაიწყო.
ცარო კირვალიძის ჩართვა #მოამბე