ვითარება ტრაგედიის ადგილას

15:09, 22.11.2026

ძლიერი აფეთქების ადგილას, ტრაგედიიდან მეოთხე დღესაც მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები. ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გაწმენდითი სამუშაოები კი უკვე დასრულებულია.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა. ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის რაიონის გამგებელიც.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ტრაგედიის გამო უსახლკაროდ დარჩენილ 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილიდან გახდა.

ტრაგედიის ადგილას, მე-16კორპუსთან კი ისევ მიაქვთ ყვავილები და სათამაშოები. მეზობლები, ახლობლები და ნათესავები დაღუპულებს და 19 ნოემბრის დილას იხსენებენ, როდესაც ხუთსართულიან კორპუსში, გაზის დაგროვების შედეგად, აფეთქება მოხდა და მისმა ერთმა ნაწილმა ნგრევა დაიწყო.

ცარო კირვალიძის ჩართვა ქვემო ფონიჭალიდან #მოამბე

მსგავსი