ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში

მთიანი ყარაბაღის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსების პროცესი დასრულებულია. რეგიონში რუსეთის მეთხუთმეტე მოტომსროლელთა ბრიგადა განლაგდა, რომელიც 2005-დან 2008 წლამდე საქართველოში იყო დისლოცირებული. თურქი ჯარისკაცები კი აზერბაიჯანში გასამგზავრებლად და  მონიტორინგის მისიაში ჩასართავად უკვე მზად არიან. მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობაში ჩართვას ითხოვს საფრანგეთიც.

ამ ფონზე დღეს ერევანსა და ბაქოში რუსეთის მთავრობის გაფართოებული დელეგაცია ჩავიდა. მათ შორის იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.