ვითარება სირიაში

სირიაში ამბოხებულთა კონტროლირებულ რეგიონებში იდლიბში, ჰამასა და ღუტას ოლქებში სამთავრობო არმიის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ჩართულობის მიუხედავად, დე-ესკალაციის ზონებში ცეცხლის შეწყვეტა ვერ ხერხდება. სირიის კონფლიქტი მთავარი თემა იქნება იანვრის ბოლოს სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე. საკითხს რუსეთის, თურქეთისა და ირანის წარმომადგენლები განიხილავენ.