ვითარება სირიაში  

სირიიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ცხელ წერტილში სამხედრო რეალობა იცვლება – ამერიკული შეიარაღების და სამხედრო ბაზების მომავალი, ნატოელი მოკავშირეების, ამერიკის და თურქეთის უთანხმოების მიზეზი ხდება.

ოფიციალური ანკარა სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების განეიტრალებას ითხოვს, ვაშინგტონს კი ქურთების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურს. სწორედ ეს საკითხი იყო აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლების მოლაპარაკების მთავარი თემა.

ჯონ ბოლტონი ანკარაშია ჩასული. ვიზიტის პარალელურად თურქეთის ხელისუფლება სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.