ვითარება საოკუპაციო ხაზთან

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მუშაობა განაახლეს.

სოფელ ნიქოზსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის, ამ წუთებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რკინის ბოძებზე მავთულხლართებს ავლებენ. ადგილზე ხუთი სამხედრო მუშაობს. საოკუპაციო ხაზთან რკინის ახალი ღობეები ძველ, მწვანე გამყოფ ღობეებს 15მეტრში მიუყვება. ახალი მავთულხლართებით ღობის მონტაჟი ნიქოზთან უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი