ვითარება რუსთავის ციხესთან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებთან კარვებია გაშლილი. ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად პერმანენტული აქციები და უწყვეტი პროტესტია დაანონსებული. საპყრობილესთან, კარვებში რჩებიან ის ადამიანებიც, რომლებიც მოთხოვნების შეუსრულებლობამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და მიხეილ სააკაშვილის არა ციხის, არამედ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ადგილზე წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.