ვითარება რუსთაველის გამზირზე - ოპოზიციის განცხადებები

ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი მომხდარ დაპირისპირებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ძალადობის წახალისება დღეს პრემიერ-მინისტრმა მოახდინა. დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ თითოეული ადამიანის არათუ გამოხატვის უფლება, არამედ ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ, ამიტომ პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.