ვითარება ქალაქ მარიუპოლში

„მე და ხელმძღვანელობა ვრჩებით აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე“ – განცხადება ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა მისი ტყვედ ჩაბარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა გრძელდება. რუსული მედია წერს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან გამოიყვანეს 1700 უკრაინელი სამხედრო. უკრაინული მხარე არ ასახელებს ქარხნიდან გამოსული ჯარისკაცების რაოდენობას და აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ მათი გამოყვანა ოპერაციის მხოლოდ ერთი ნაწილია და რომ ისინი რუს ტყვეებზე უნდა გაცვალონ.