დაპირისპირება ახალ ოპოზიციურ ალიანსში, თუ შიდა პარტიული უთანხმოება. სოციალურ ქსელში პეტრე ცისკარიშვილისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირების შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაა და პარტიაში აქტიურად განიხილავენ პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას გადაყენების საკითხს. აღნიშნულს თავად ბოკუჩავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მისი თქმით, ბრძოლის ველიდან გაქცევას არ აპირებს.