ვითარება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში
სასტიკი მოპყრობა და წამება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც სავარაუდოდ, სამართალდამცავები რამდენიმე დაკავებულს სცემენ, შეფასებების თემაა თბილისში.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდეომასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა და ადამიანის უფლებები იქ უხეშად ირღვევა.