ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები იქამდე დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება. გადაწყვეტილება პანსიონში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები, სოციალური მუშაკები და მეუფე ნიკოლოზი. გადაწყდა, რომ სოციალური მუშაკების ნაწილი პანსიონში დღის განმავლობაში იმორიგევებს, ნაწილი კი ღამის განმავლობაში, ისინი თითოეულ ბავშვთან კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებენ.
შეხვედრიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ყველა მხარეს ექნება ერთმანეთთან კომუნიკაცია. დეპუტატ ბექა დავითულიანის განმარტებით კი სპეციალური დასკვნა მომზადდება და სამოქმედო ნაბიჯები ამის შემდეგ განისაზღვრება.