ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვება აუცილებლად უნდა მოხდეს. მისი განცხადებით, პანსიონი მისი სახალხო დამცველობის პერიოდში შეიქმნა და მაშინაც იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა მოგვარდა.
საუბრის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საკითხი აქტუალური დღეს, მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენს პანსიონში შესვლის საშუალება 2018 წლიდან არ აქვს. მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველს მაშინვე უნდა აეტეხა განგაში. ოპოზიცია კი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მმართველ გუნდს აკრიტიკებს.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.