ვითარება „ნაციონალურ მოძრაობაში“

15:15, 07.07.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურებათ. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება ყრილობა, სადაც განახლებული შემადგენლობა და ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. პარტიაში განმარტავენ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუმცა, რა ფორმით უნდა მოხდეს არჩევა, ჯერ გაურკვეველია – იქნება შიდაპარტიული, წევრთა პირდაპირი მონაწილეობით, თუ დელეგატების მეშვეობით. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ის მიხეილ სააკაშვილის მიერაა დასახელებული, თუმცა აპირებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, – ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს.

მსგავსი