ვითარება მთიან ყარაბაღში

ვაშინგტონში გამართულმა მოლაპარაკებებმა მთიანი ყარბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე გავლენა ვერ იქონია იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს, დონალდ ტრამპმა კი მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის შესახებ განაცხადა. სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ შეტაკებების შესახებ იტყობინებიან და ერთმანეთს სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებენ.

როგორ აფასებენ ოფიციალური ერევანი და ბაქო ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს და როგორია საერთაშორისო ძალისხმევა კონფლიქტის დასარეგულირებლად, ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი.