როგორ გაგრძელდება პროცესები თავად მმართველ გუნდში, მას შემდეგ, რაც მოსამართლეების სიაზე კონსენსუსი ნაწილობრივ მიღწეულია. შეთანხმდებიან თანაგუნდელები, თუ მოუწევს ეკა ბესელიას და მის მომხრეებს “ქართული ოცნების” დატოვება.
დღეს დამატებითი განმარტებები გაკეთდა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ჯერ კიდევ ზაფხულში გადაწყდა და არ უკავშირდება მოსამართლეთა სიას. გუნდში კვლავ ორი მოსაზრებაა და კვლავ შეუთანხმებელია პოზიციები.
თამუნა წიკლაური დეტალებით.