ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში #მოამბე ბოლნისიდან

ვითარება გაუარესდა ბოლნისის რაიონში. მუნიციპალიტეტში ერთ დღეში 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უმრავლესობა სასწრაფო დახმარების ბრიგადის კლატერიდანაა, სადაც მანამდე უკვე დაინფიცირებული იყო. კოვიდ 19 აღმოაჩნდა სასულიერო პირსაც. ბოლნისის სიონის მოძღვრის ინფიცირების წყარო უცნობია.

ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათი საკონტაქტო არეალი მკვეთრად არის გაზრდილი. რამდენიმე მოქალაქის ანალიზები გამოსაკვლევად უკვე გაგზავნილია. დაავადებულთა მკვეთრი მატების შემდეგ, ბოლნისში, სადაც კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა, დამატებით კიდევ ოთხი დასახლება ჩაიკეტა.

ეს ნიშნავს, რომ ამ დასახლებებიდან გასვლა ან შესვლა იკრძალება.

გიორგი კობერიძე იმყოფება ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბნის შესასვლელთან, რომელიც დღეს ჩაკეტეს.