ვითარება მესტიის მუნიციპალიტეტში 

ჩაკეტილ მესტიაში 900-მდე ადამიანის ტესტირების პასუხებს ელოდებიან.

დილის მონაცემებით, 16-კაციან კლასტერს კიდევ ერთი ინფიცირებული დაემატა. დაავადებულთა კონტაქტების ძებნა ახლაც გრძელდება. „პისიარ“-ტესტებს უღებენ ყველას, მათ შორის ტურისტებსაც. გამოსაკვლევია 4 000-მდე ადამიანი. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ დაბა მესტია, ლენჯერი და უშგულია, სადაც მეორე დღეა, საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სწორედ ლენჯერიდან დაიწყო ვირუსული ინფექციის გავრცელება, სადაც ეპიდემიოლოგების 14-მა ჯგუფმა მუშაობა თითქმის დაასრულა. საველე კარავი მოწყობილია დაბა მესტიაშიც. მაღალი რისკების და დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ყველა ის პირი, რომელიც მუნიციპალიტეტს ტოვებს, საკარნტინო სივრცეში ან იზოლაციაში გადაჰყავთ.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი საკარნტინო ზონაში იმყოფება, ლიკა ალელიშვილი და ლევან ცუხიშვილი მუშაობენ დაბა მესტიაში.